ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბოლო დროს ფოტო და ვიდეოკადრებს სამხრეთ კორეიდან ხშირად აქვეყნებენ. წყვილი გამომწერებს „ტიკ-ტოკის“ საშუალებით მიმართავს და სთხოვს, დაწერონ, ვის უფრო ჰგავს ბერუკა - დედას თუ მამას.
ვიდეოს ბერასა და ნანუკას გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო პასუხები ორად გაიყო - საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ბერუკა დედას ჰგავს, ხოლო ნაწილი მას მამას ამსგავსებს.
როგორც ცნობილია, ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე უკვე რამდენიმე თვეა, რაც სამხრეთ კორეაში იმყოფებიან. მოგზაურობის ამსახველი კადრები მათ გამომწერებსაც გაუზიარეს და, ცხადია, მათგან დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.