ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით კი, ყველაზე უმცროსის, ნიკოლასის ვიდეოებს გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. პატარა ნიკოლასის ჩაცმულობა და საუბრის მანერა საზოგადოების მხრიდან ხშირად დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად ანუკი არეშიძე „ინსტაგრამსთორიში“ მეუღლის, კახა კალაძის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მათ ოჯახს კიდევ ერთი ოთხფეხა მეგობარი შეემატა: „ჩვენი ოჯახის ახალი წევრი“ - წერს ანუკი. როგორც ცნობილია, წყვილს უკვე ჰყავს სხვადასხვა ჯიშის რამდენიმე ძაღლი, რომლებიც მათი ერთგული მეგობრები არიან.