ოჯახი

„მინდა, ერთი წამით მაინც შემეძლოს შენთან ჩახუტება, მადლობა, რომ მაქციე იმად, ვინც დღეს ვარ“ - ნინუცა მაყაშვილი

„მინდა, ერთი წამით მაინც შემეძლოს შენთან ჩახუტება, მადლობა, რომ მაქციე იმად, ვინც დღეს ვარ“ - ნინუცა მაყაშვილი
მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.




ამჯერად ნინუცა მაყაშვილი დასთან, რუსკა მაყაშვილთან და გამზრდელ ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მსახიობი გარდაცვლილ ბებიას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს: „საუკეთესო ბებია მსოფლიოში. გილოცავ დაბადების დღეს, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა, ერთი წამით მაინც შემეძლოს შენთან ჩახუტება. მადლობა, რომ მაქციე იმად, ვინც დღეს ვარ“
- წერს ნინუცა.



ნინუცა მაყაშვილი მსახიობ თამარ მაყაშვილისა და კოკა ცხვედიანის შვილია. ის წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, თუმცა ახლა ერთ-ერთ გადაცემაში ტელეწამყვანის ამპლუაშია.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93