ნინი ქარსელაძეს საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა ის პოპულარული არაერთი მუსიკალური კლიპის საშუალებით გახდა. მას შემდეგ ნინის ოჯახი, პირადი ცხოვრება და კარიერა არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ცნობილი დისა და მამისგან განსხვავებით, კამერების წინ იშვიათად ჩნდება ნინის უმცროსი და, ხათუნა ჟორდანიასა და ზურა ხაჩიძის შვილი, ანასტასია ხაჩიძე.
სწორედ ანასტასიას ფოტოებს აზიარებს ნინი ქარსელაძე „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით და დას დაბადების დღეს ულოცავს: „დღეს ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი დაიბადა, ჩემი მზის დაბადების დღეა“ - წერს ნინი.
როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემს იშვიათად სტუმრობს და აქტიურობით არც სოციალურ ქსელში გამოირჩევა.