თბილისის მერი კახა კალაძე და დიზაინერი ანუკი არეშიძე ბევრისთვის საყვარელი წყვილია. მათ ოჯახს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე დადებით შეფასებებსა და კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.
საქმისა და ოჯახის პარალელურად, კახა და ანუკი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი ოჯახურ ფოტოებსა და კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
სულ რამდენიმე დღეა, რაც თბილისის მერი, „ინსტაგრამის“ გარდა, „ტიკ-ტოკზეც“ აქტიურობს და სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს.
განსაკუთრებული მოწონება კახასა და ანუკის ვიდეომ დაიმსახურა, რომელშიც წყვილი საკუთარი ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, გრძნობები პირველად კახა კალაძემ გაამხილა და კამათის დროს ბოდიშსაც ის იხდის.
უამრავი კომენტარი მოჰყვა კახა კალაძის მიერ მეუღლესა და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს. „ის, რაც მაბედნიერებს“ - ასე დაასათაურა თბილისის მერმა ვიდეო.
„ოჯახი, რიმელიც ძალიან მიყვარს“, „ულამაზესები ხართ“, „ლამაზი წყვილი! ბედნიერება თქვენ“, „სულ ასეთი ბედნიერები იყავით“ - წერენ კომენტარებში.