ცნობილი კომპოზიტორი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს აზიარებს და წერს, რომ მისმა ვაჟმა, გიორგი ჭოხონელიძემ საცოლეს, ანეტა ნიკურაძეს ხელი სთხოვა. კომპოზიტორმა წყვილის ვიდეოკადრები გააზიარა და წყვილს ემოციური წერილიც მიუძღვნა.
როგორც ცნობილია, ნატო გელაშვილის ვაჟი და მისი საცოლე თურქეთში მოგზაურობენ. გიორგიმ კი ხელის თხოვნა რომანტიკულ გარემოში, იახტაზე გადაწყვიტა, რაზეც ანეტა დაუფიქრებლად დათანხმდა. როგორც ჩანს, გოგონათვის ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო, რამაც მასში ემოციები გამოიწვია.
ნატო გელაშვილი წერს, რომ უბედნიერესი დილა გაუთენდა, რადგან მზის ამოსვლა შვილებთან ერთად "ნამატით" შეხვდა.
"მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს ვისთან ერთად შეხვდებოდით მზის ამოსვლასო????მაშინ უპასუხე ჩემს შვილებთან ...და ყველა იმ ადამიანთან ერთად ვინც ჩვენაირად სუნთქავს ,ჩემი ოჯახის კარი ღიაა ..მისთვის..მუდამთქო... ჰოდა... უბედნიერესი და ულამაზესი დილა მშვიდობისაოო...ამ დილით მზის ამოსვლას ჩემს შვილებთან ერთად ნამატით შევხვდი....ჩემს გოგოსთან და ჩემს ორ ბიჭ თან ერთად....გილოცავთ ჩემო უსაყვარლესებოოო, ჩემო ნაწილნო ჩემო დილის გათანებავ გოგო-ბიჭებო....გიო&ანეტა ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების სავალი გზის ზურგის ქარი. მიყვარხართთ..."
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>