მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში იმყოფება. ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და, ასევე, დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს. რამდენიმე დღის წინ ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურობა არ შეუწყვიტავს და გამომწერებთან კვლავ აქვს კომუნიკაცია.
„მშობიარობიდან მე-5 დღე და ჩვენი პირველი პაემანი მშობლების ამპლუაში“ - ამ წარწერით აქვეყნებს ის ახალ ფოტოებს და გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს: „ყოჩაღ! მეხუთე დღეს გარეთ გამოსვლა კი არა, ფეხზე ვერ ვდგებოდი საერთოდ“, „აივის უშვენიერესი დედიკო“ - წერენ „ინსტაგრამზე“. თავად ნანუკა კი წერს, რომ ჯერ ძველი სამოსი ისევ არ ერგება, მაგრამ ფორმას ნელ-ნელა, ბუნებრივად უბრუნდება: „არ ვიკეთებ ქამარ-ხანჯარ-ბანდაჟს, ნატურალურად, ზედმეტი დაძალების გარეშე მირჩევნია დავაბრუნო ფორმები“ - განმარტავს მოდელი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>