რამდენიმე დღის წინ ნინი ქარსელაძემ დედის, ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. ნინი წერდა, რომ სიმსივნესთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელდა: „ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა, 3 წელი მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი, მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი! ღმერთს მადლობა, რომ ეს დღეც მოვიდა! ჩვენი სიყვარული ყველაფერს მოერევა და მთებს გადადგამს. მიყვარხარ, ყოველთვის შენი პატარა გოგო“ - ამბობდა ნინი.
ხათუნა ჟორდანიას გამოჯანმრთელებას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ზურა ხაჩიძეც გამოეხმაურა და ხათუნას ვიდეო გამოაქვეყნა: „ჯანმრთელობას ვუსურვებ, ზურა“, „ჩემი მზე“, „უფალმა სულ ასე ბედნიერად და ჯანმრთელად ამყოფოს“, „გამიხარდა თქვენი კარგი ამბავი! გილოცავთ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.