კრისტი ყიფშიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის წარმატებული სამოდელო კარიერისა და ცნობილი ოჯახის გამო დღემდე ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. კრისტი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ზურა ყიფშიძის რძალი იყო და, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში ამბობს, ყოფილი მეუღლის ოჯახთან კარგ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.
დიდი პოპულარობით სარგებლობს კრისტი და გიორგი ყიფშიძეების ქალიშვილი ნატალია ყიფშიძეც. დედა-შვილი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, ისინი პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
ამჯერად კრისტი ყიფშიძე დედასთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „Bella-Mafia” - წერს მოდელი. ოჯახური კადრები გამომწერების მხრიდან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ სამივე თაობის წარმომადგენელი შესანიშნავად გამოიყურება.