მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას იხსენებს და „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით მის ფოტოებს აზიარებს. თეკუჩა (თეიმურაზ) ქარსელაძე 2019 წლის ივლისში ინსულტის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„გილოცავ დაბადების დღეს! მადლობა, რომ ყოველთვის ჩვენთან ხარ. საუკეთესო ხარ ყველფერში, რასაც აკეთებ! მა, მენატრები! შენ რომ მყავდე, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მიყვარხარ“ - წერს ნინი ქარსელაძე.
“მამა! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!“ - წერდა ნინი სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალებამდე. თეკუჩა ქარსელაძე 2019 წელის 12 ივლისს გარდაიცვალა.