ახალგაზრდა წყვილის, თათია ზაალიშვილისა და თემო ბექაურის საქორწინო ვიდეოკლიპმა ორი წლის წინ სოციალური ქსელი დაიპყრო, მან „ფეისბუკზე“ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ვიდეო პოპულალური ვიდეოგრაფის, გიორგი ჯობავას გადაღებულია და სოციალურ ქსელში მანვე გამოაქვეყნა. მისმა გამომწერებმა კი წყვილის მიმართ დადებითი შეფასებები და კომპლიმენტები არ დაიშურეს.
როგორც თემო ბექაური ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მან რჩეული ექვსი წლის წინ მეგობრის დახმარებით გაიცნო, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა. ორი წლის შემდეგ კი წყვილი კვლავ შეხვდა ერთმანეთს და ერთი წლის შემდეგ მათი ნიშნობა სანტორინზე შედგა.
თათია ზაალიშვილი, ქორწინების ორი წლის აღსანიშნავად, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და ორი წლის წინ გადაღებულ ფოტოებსაც აზიარებს: „გილოცავ ჩვენი ქორწინების 2 წელს, ჩემო სიყვარულო. ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდები“ - წერს ის.