რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი უინსდორის სასახლეში აპირებენ გადასვლას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ პრივილეგიაზე მეგან მარკლი და პრინცი ჰარი უკვე დიდი ხანია ოცნებობენ, მაგრამ მათ ელიზაბეტ მეორემ უარი უთხრა.
პრინც ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეტ მეორე სულ უფრო დიდ დროს ატარებს უინსდორის ციხესიმაგრეში. როგორც ის განმარტავს, კენსინგტონის სასახლე ძალიან ოფიციალური ადგილია საცხოვრებლად. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია აპირებენ, ელიზაბეტს სთხოვონ ნებართვა უინსდორის სასახლეში გადასასვლელად.
„როდესაც ჰარი და მეგანი დაქორწინდნენ 2018 წელს, ყველა ფიქრობდა, რომ გადავიდოდნენ ნოტინგემის პატარა კოტეჯიდან კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე, თუმცა 2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ისინი უინსდორში მდებარე კოტეჯში ცხოვრობდნენ” - განუცხადა სამეფო ექსპერტმა დანიელა ელსერმა New-ს. სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლიმ, ელიზაბეტ მეორეს სთხოვეს ნებართვა, რომ უინსდორის ციხესიმაგრეში ეცხოვრათ, თუმცა დედოფალმა მათ უარი უთხრა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს სურთ, დასახლდნენ უინსდორის სასახლეში, რათა უფრო ახლოს იყვნენ დედოფალ ელიზაბეტთან. „კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ნაბიჯი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც დარტყმა მეგანისა და ჰარისთვის” - თქვა სამეფო ექსპერტმა.