მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. ის საკუთარ ჯგუფთან ერთად არაერთ ქვეყანაში აწყობს მუსიკალურ ტურნეებს და საკუთარ შემოქმედებას საერთაშორისო მსმენელსაც აცნობს, რამდენიმე წლის წინ კი „მგზავრებმა“ ორი ალბომი, In Vino Veritas და Mgzavruli ვინილის ფირფიტაზეც ჩაწერა.
გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს. მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კაპრია. წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს კიევში გაიცნო და მალევე იქორწინა.
“16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში” - ამბობდა მარინა. 2015 წელს მათ პირველი შვილი, ლიზი შეეძინათ. ოთხი წლის შემდეგ, 2019 წლის 27 იანვარს კი, მარინა და გიგი მეორედ, ამჯერად ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარას ნიკოლოზი დაარქვეს.
როგორც ცნობილია, მარინა კაპრი წარმატებული ფოტოგრაფია და მას არაერთ დიდ კომპანიასთან თანამშომლობის გამოცდილება აქვს, მათ შორისაა „Coca-Cola”, Ralph Lauren და სხვ. წლების წინ მარინა უკრაინის ყველაზე კრეატიულ ფოტოგრაფადაც აღიარეს.
წყვილის ჰარმონიული და იდეალური ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრს წერენ. როგორც აღმოჩნდა, მათ პანდემიის პერიოდში ერთმანეთთან განშორება მოუწიათ, რაც წყვილისთვის რთული და ემოციური აღმოჩნდა:
„ჩემთვის ყველაზე რთულია ის კი არაა, რომ ხვალ ორ შვილსა და 6 ჩემოდანთან ერთად უნდა გავფრინდე. არც ის, რა რეჟიმში ჩავყვინთავ უკვე ხვალ საღამოს. ჩემთვის ყველაზე რთული გიგისთან განშორებაა. ამ პერიოდში კიდევ - ყველაზე მეტად. არ ვიცი, როდის მოახერხებს გადმოფრენას, გადმოცურვას, არავინ იცის, გაიხსნება თუ არა საქართველოსთან საზღვარი. მზად ვარ, ფეხით დავბრუნდე უკან, საქართველოში" - წერდა მარინა კაპრი სოციალურ ქსელში.
როგორც ჩანს, პანდემიის მიუხედავად, მარინამ შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნება შეძლო და ახლა წყვილი აჭარაში ისვენებს. ისინი ულამაზეს კადრებს „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებსაც უზიარებენ, მათგან კი, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იღებენ: „გიყურებთ და გული თქვენთან ერთად ხარობს, წარმოუდგენელი ჰარმონიაა თქვენ შორის“, „ფანტასტიკურები ხართ“, „წარმოუდგენლად საყვარლები ხართ!“, „თქვენ ყველაზე ლამაზები ხართ“ - წერენ კომენტარებში.