ოჯახი

„დავოჯახდი და ბედნიერი ცხოვრება დავიწყე...“ – „გაღმა ნაპირის“ მსახიობი თედო ბექაური მამა გახდა

„დავოჯახდი და ბედნიერი ცხოვრება დავიწყე...“ – „გაღმა ნაპირის“ მსახიობი თედო ბექაური მამა გახდა
თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.



„გაღმა ნაპირი“ თედო ბექაურის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: „დედაჩემმა მიმიყვანა თვალის ექიმთან და იქ რიგში აღმოჩნდა ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილიც - შვილები ჰყავდა მოყვანილი. მათ რაღაც სათამაშო ვერ გაიყვეს და ძიძგილაობაში ერთმა გვარიანად ჩააფარა მეორეს. ამის დანახვაზე გულიანად გადავიხარხარე, რითიც, როგორც აღმოჩნდა, მათი რეჟისორი მამის ყურადღება მივიქციე. გამომელაპარაკა, ზოგადი კითხვები დამისვა და მეც მორცხვად ვუპასუხე. ბატონი გიორგის მეუღლეს უთქვამს დედაჩემისთვის, რომ ფილმის გმირს ეძებდნენ და ჩემით დაინტერესდნენ. მერე თბილისშიც დამიბარეს. არ გაგიმართლებს ეგ ბავშვი, ტყუილად არ აიყვანოო, უთქვამთ, მაგრამ გიორგი ოვაშვილმა მაინც თავისი გაიტანა. მადლობელი ვარ მისი და იმ ბედნიერი დღის, როცა თვალის ექიმის რიგში მასთან ერთად მოვხვდი...“ - ამბობდა თედო ბექაური „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.



როგორც აღმოჩნდა, „გაღმა ნაპირის“ შემდეგ თედო ბექაურმა კიდევ არაერთ ფილმში ითამაშა. სწავლა კი თეატრალურ კოლეჯში გააგრძელა. ამჟამად ეროვნულ მუზეუმში მუშაობს და მის ცხოვრებაში არაერთი სასიამოვნო სიახლეა. თედო ბექაურმა რჩეულზე, ანი ხუციშვილზე იქორწინა და სულ ცოტა ხნის წინ ისინი პირველი შვილის, დემეტრეს მშობლები გახდნენ. წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გულშემატკივრებსაც უზიარებენ.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დათო
ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ!
17:54 / 10-09-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93