მაია ჯაბუასა და მის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში გახდა და მას შემდეგ მომღერლის მიმართ ინტერესი და ყურადღება არ განელებულა. დედის მსგავსად, პოპულარობით სარგებლობს ლიზა ყენიაც, რომელმაც მაია ჯაბუას გზა გააგრძელა და თავადაც მომღერალია. გარდა ამისა, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელში, მისი ფოტოები კი გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს.
ამჯერად მაია ჯაბუა შვილებთან, ლიზა ყენიასა და ნიკუშა ქუთათელაძესთან ერთად თურქეთში იმყოფება. ლიზა კი დედის სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს და წერს, რომ მას დილის 8 საათიდან „საშოპინგოდ“ უნდა წასვლა. ვიდეოში მაია ჯაბუა შვილებს საკუთარ გამოცდილებაზეც უყვება, როცა პირველად თურქეთის ბაზარში მოხვდა. ძველი ამბების გახსენებამ ისინი ძალიან გაამხიარულა, სახალისო კადრები კი გულშემატკივრებსაც გაუზიარეს.