ოჯახი

„ცხოვრებაში პირველად, ღმერთს მადლობა, რომ მანამდე არა" - ნუკა კვალიაშვილმა მეორე ქორწინება დააკანონა

„ცხოვრებაში პირველად, ღმერთს მადლობა, რომ მანამდე არა" - ნუკა კვალიაშვილმა მეორე ქორწინება დააკანონა
ნუკა კვალიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის პოპულარული 2013 წელს ტელეშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ საშუალებით გახდა. ნუკა ცნობილი ოჯახიდანაა, მისი დედა ასევე ცნობილი მომღერალი ეკა კვალიაშვილია. განსხვავებული სტილითა და ვოკალური მონაცემებით ნუკამ ეკრანზე გამოჩენიდან ძალიან მალე მოახერხა საზოგადოებისთვის თავის შეყვარება. მას შემდეგ კი მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანია.



როგორც ცნობილია, ნუკა კვალიაშვილი პირველად ნიკუშა კობახიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ლუკა და სანი შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ
ნუკიმ სოციალურ ქსელში საჯაროდ ისაუბრა, დაშორების მიზეზად კი დაასახელა ის, რომ წყვილი ერთმანეთს ვეღარ უგებდა.



სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალს რჩეულმა, გოჩა გელაშვილმა ხელი სთხოვა. ვიდეო “ფეისბუკზე“ თავად ნუკამ გააზიარა: „თითქმის 3 თვე რომ გენატრება და ელოდები... ჩემი არანორმალური სიყვარული“ - წერდა ის.




ამჯერად კი სოციუალურ ქსელში ნუკა კვალიაშვილი ქორწინების მოწმობის ფოტოს აქვეყნებს: „ცხოვრებაში პირველად, ღმერთს მადლობა, რომ მანამდე არა“ - წერს ნუკა. როგორც ჩანს, წყვილმა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვაც მიიღო: „ბედნიერებას გისურვებთ“, „ლამაზი ცხოვრება გქონდეთ“, „ძალიან კარგები ხართ ერთად“ - წერენ „ფეისბუკზე“.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93