ანი ღონღაძისა და გიორგი თექთურმანიძის წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მათ მიმართ ინეტერესი განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, როცა 2016 წელს გიორგი მძიმე ავარიაში მოყვა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. საბედნიეროდ, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მან ცხოვრების გაგრძელება ჩვეულ რიტმში შეძლო:
„ოთხი თვის წინ ყველაზე რთული და საშინელი პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში. თან იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ ხშირად მიქრებოდა ეს იმედი. არ მახსოვს პირველი რამდენიმე დღე, არ მახსოვს ბევრი დეტალი, მაგრამ მახსოვს უამრავი ხალხი ჩემს გვერდით, რომლებიც უდიდეს სტიმულს მაძლევდნენ. ის შედეგი რაც ეხლა გვაქვს ძალიან კარგია, მაგრამ წინ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა. შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა ყველაზე საყვარელი ადამიანი მეორედ მაჩუქა“ - წერდა ანი ღონღაძე.
რთული პერიოდის შემდეგ ანისა და გიორგის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა - ისინი მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან . ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანი ღონღაძემ დაწერა და თქვა, რომ ისინი ბიჭს ელოდებიან. მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან მათ უამრავი მილოცვა მიიღეს: „ძალიან გამიხარდა, გილოცავთ“, „რა მაგარი ამბავია, გილოცავთ!“, „რა საყვარელები ხართ“, „ძალიან მაგარი ვიდეოა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.