წარმატებულ ქართველ მომღერალს, თაკო გაჩეჩილაძეს, ქვეყნის საზღვრებს მიღმაც ბევრი იცნობს. ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ამჯერად თაკო გაჩეჩილაძე „ინსტაგრამზე“ მშობლების ფოტოს აქვეყნებს: „ვულოცავ ქორწინების იუბილეს საუკეთესო ადამიანებს მსოფლიოში!“ - წერს თაკო.
მშობლებს ქორწინების იუბილე მიულოცა თაკოს დამ, მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემაც: „გილოცავთ, 42 წელი ერთად“ - დაწერა ნინო გაჩეჩილაძემ.