ოჯახი

„ამას ნიშნავს შემდგარი, ძლიერი მამაკაცი. ასეთი ჰარმონიული წყვილი იშვიათია“ - თამო ვაშალომიძე ქმართან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ამას ნიშნავს შემდგარი, ძლიერი მამაკაცი. ასეთი ჰარმონიული წყვილი იშვიათია“ - თამო ვაშალომიძე ქმართან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ფოტომოდელ და ინფლუენსერ თამო ვაშალომიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელში. თამოს ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, ხოლო მისი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.

როგორც ცნობილია, თამო ვაშალომიძის რჩეული აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და თავად, მეუღლისგან განსხვავებით, კამერების წინ იშვიათად ჩნდება. მიუხედავად ამისა, თამო გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებს და მათგან არაერთ დადებით შეფასებას იღებს. გამონაკლისი არც მეუღლესთან ერთად გადაღებული ბოლო ფოტოებია: „ამას ნიშნავს
შემდგარი, ძლიერი მამაკაცი”, „ ასეთი ჰარმონიული წყვილი იშვიათია“, „ძალიან თბილი ფოტოა, ასე თბილად ყოფილიყავით თქვენი ცხოვრების მანძილზე“, „საუკეთესო წყვილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93