ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
თაკო სოციალურ ქსელში პოპულარულია და ხშირად აზიარებს როგორც პირად ფოტოებს, ისე კარიერულ სიახლეებს. ის 22 წლისაა და უკვე მოახერხა არაერთ ცნობილ და წარმატებულ ბრენდთან თანამშრომლობა: „მინდა, რომელიმე ცნობილი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდოს ჩემი ფოტო, მივდივარ მაგ მიზნისკენ და დადგება ეს დღეც, როცა ქუჩაში გავივლი და "ვოგის" ყდაზე ჩემს თავს დავინახავ" - ამბობდა თაკო The Movement TV-სთან საუბრისას.
ამჯერად თაკოს ახალ ფოტოებს ნინა ცქიტიშვილი აქვეყნებს: „და ღმერთმა შექმნა თაკო“ - წერს ის. როგორ ყოველთვის, ახალგაზრდა მოდელი გამომწერებისგან უამრავ კომენტარსა და კომპლიმენტს იღებს: „თაკო ნამდვილად ღმერთმა შექმნა“, „ყველანაირად საოცარი გოგოა“, „ღვთაებრივია, ულამაზესი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.