„მის საქართველო 2012“, მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
როგორც ცნობილია, თამთა შედანია რამდენიმე თვის წინ 34 წლის რატი რატიანზე დაინიშნა. რატი პროფესიით ინტერიერის დიზაინერია და, თამთასგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში ატიურობით არ გამოირჩევა. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა საზოგადოებას სასიამოვნო სიხალე ამცნო, ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან. როგორც აღმოჩნდა, თამთა გამომწერებისგან ორსულობის შესახებ უამრავ კითხვას იღებს.
როგორც მოდელი წერს, ის უკვე მერვე თვეშია და შვილს ოქტომბერში ელოდება, ორსულობისას კი 12 კილოგრამი მოიმატა. თამთა წერს, რომ სწორედ მეორე შვილის მოლოდინში შექმნა მან საკუთარი ბრენდი, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა: „ყველაზე აქტიური ცხოვრების რიტმი ამ ორსულობის პერიოდში მქონდა. შევქმენი ბრენდი, რომელზეც დიდ ხანს ვფიქრობდი. მინდოდა, მომხმარებლამდე ის ხარისხი და შედეგი მიმეტანა, როგორი შრომაც ჩავდე თითოეულ დეტალში. მიხარია, რომ ამას ხედავთ, აფასებთ და, რაც მთავარია, კმაყოფილი ხართ“ - წერს თამთა შედანია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>