ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია და მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ ნატალიას მამამ, გიორგი ყიფშიძემ, მესამედ იქორწინა 20 წლით უმცროს ქალზე. ამ ფაქტის გასაჯაროებას ხალხის მხრიდან დიდი გამოხმაურება და მრავალფეროვანი შეფასებები მოჰყვა. ნატალია უმცროს და-ძმასთან, კოსმოსთან და ლუნასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს კი საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აქვეყნებს.
ამჯერად ნატალიამ სოციალურ ქსელში გიორგი ყიფშიძის ცოლთან, ენი გასოევასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს გამოაქვეყნა. ვიდეომ გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა: „ნატალია, შენ ხარ კარგი გაზრდილი, საუკეთესო გოგო“, „ძალიან საყვარლები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>