ნუკი კოშკელიშვილმა შვილთან, ოვისთან ერთად ზაფხული საქართველოში გაატარა, მისი მეუღლე, ბენჯი ხაიმი კი ამერიკაში იმყოფებოდა. გუშინ ნუკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მისი და ბენის ქორწინებიდან ექვსი წელი გავიდა: „6 წლის თავი გვაქვს, რაც ცოლ-ქმარი ვართ. მთელი დღის განმავლობაში ვიყავი ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერაზე, რაღაც მომენტში ძალიან დაღლილი ვიყავი, უცბად ბენი მოვიდა ჩემთან ყვავილებით და მომილოცა“ - ამბობს ის.
ნუკის ამერიკელ ქმარს, ბენჯი ხაიმს, ხშირად მოიხსენიებენ „ქართველების საყვარელ სიძედ“. ბენჯი ნუკისთან ქორწინების შემდეგ აქტიურად ცდილობს ქართული ენის შესწავლას და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს ქართულ ენაზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>