ცოტა ხნის წინ მომღერალმა და მსახიობმა ანდრია გველესიანმა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გააზიარა და დაწერა, რომ მისი გამზრდელი ბებია გარდაიცვალა: „ჩემი ბებო! ჩემი დედა-მამა , როგორც მთელი ბავშვობა ვეძახდი... ჩემი ცხოვრების მთავარმა სიყვარულმა დამტოვა... წლები ლეიკემიას ებრძოდა , თან ისე რომ არ ამხელდა და ჩვენც სასტიკად გვიკრძალავდა ამ თემაზე საუბარს..ბოლო ორი წელი ქიმიაზე იყო, თან რამოდენიმეოპერაცია გადაიტანა.. სულ მეუბნებოდა, შენ გაამართლე ჩემი იმედებიო, ხოდა, ბებო, ჯერ სად ხარ, დღეიდან ნახე, როგორ იამაყო ჩემი თითოეული ნაბიჯით. იმიტომ, რომ ყველას შენ მოგიძღვნი!! უბრალოდ მადლობა ყველაფრისთვის..” - წერდა ანდრია.''
ამჯერად ის ემოციური წერილს კვლავ ბებიის შესახებ აქვეყნებს: „დღეს მეორმოცე დღეა მისი გარდაცვალებიდან. ჩემი ბებო! ჩემი დედა-მამა! ჩემი ყველაფერი!
მთელი გულით მჯერა, რომ გადაინაცვლა უკეთეს სამყაროში, იქ სადაც მხოლოდ სიკეთე და უფალია. შენ იყავი და ხარ ის ადამიანი ვისაც ჩემზე მეტად უხაროდა ჩემი სიხარული და ჩემზე მეტად დარდობდა ჩემს დარდს. (ეს ამ ფოტოშიც ჩანს, რომელიც ჩემი ქორწილის დღესაა გადაღებული) ძალიან რთულია გენატრებოდეს ასე.. ერთხელ ბავშობაში სოფელში დამტოვა, თბილისში დაბრუნება მოუწია და მახსოვს მთელი ღამე მის ბალიშს ვკოცნიდი და ვტიროდი. იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი მალე დაბრუნდებოდა. ამ დრომდე ეს იყო ყველაზე მწარე მონატრება ახლა კი.. ახლა კი ამ მოგონებებით ვაგრძელებ ცხოვრებას.. თუმცა მჯერა რომ მშვიდად ხარ, მჯერა რომ ბაბუსთან ერთად ხარ ბედნიერი და მაქედან ლოცულობ ჩვენთვის. ყველა დაპირებას აგისრულებ და როცა გნახავ ძალიან მაგრად ჩაგეხუტები. მიყვარხარ ბე!“ - წერს ანდრია გველესიანი.