ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატო გელაშვილის შვილმა, ლუკა ჭოხონელიძემ ოქორწინა. მისი რჩეული ანეტა ნიკურაძე გახდა: „პირველივე დღიდანვე ვიცოდი ყველაფერი. ზოგადად, ჭოხოები, სიურპრიზების მოყვარული ძმები არიან, უბრალოდ, გიოს ნელ-ნელა შევამჩნიე ცვლილება. თუმცა, არც დაუმალავს. ერთი პერიოდი, სანამ თვითონ ჩამოყალიბდებოდნენ, ფიზიკურად არ ვიცნობდი ჩემს მომავალ სარძლოს, თუმცა, როგორც კი გავიცანი, ჩემი გოგო გახდა. ასე ვთქვათ, მესამე შვილის, გოგოს დედა ვარ. მასთან ყველა შეხება ახალ ემოციას იწვევს, ჩემი საზრუნავი და მოსაფერებელი ადამიანია. ვერ ვგრძნობ, რომ რძალია, ის ჩემი შვილია“ - ამბობდა ნატო გელაშვილი.
ამჯერად მომღერალი სწორედ ოჯახთან, შვილებსა და რძალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს: „ეს არის ბედნიერება“, „რა კარგები ხართ“, „საყვარელი ოჯახი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.