ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. ქირურგის რჩეული კი ქეთი ძიგუაა. ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღო. მოგვიანებით ლევანმა და ქეთიმ ქორწილიც გადაიხადეს და წვეულების ამსახველი ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარეს. თაფლობის თვის გასატარებლად წყვილი ესპანეთში გაემგზავრა.
სწორედ ესპანეთიდან, მალიორკას კუნძულიდან აქვეყნებენ ისინი ახალ ფოტოებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ: „ძალიან პოზიტიური წყვილი ხართ, თქვენ რომ გიყურებთ, მიხარია ცხოვრება“, „თქვენი შემხედვარე, ადამიანი მიხვდება როგორია ბედნიერება”, „ძალიან მაგრები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>