ოჯახი

„არა მგონია, ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანი იყოს რამე, როგორიც არის საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა“ - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური წერილი

„არა მგონია, ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანი იყოს რამე, როგორიც არის საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა“ - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური წერილი
მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნუკი ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს და ამჯერად ქმართან, ბენჯი ხაიმსა და შვილთან, ოვისთან ერთად სწორედ სამშობლოში იმყოფება.


ტელესახემ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები და ემოციური წერილი გამოაქვეყნა: „აი, მეტი რა შეიძლება გინდოდეს? გამეღვიძა და ბუნდოვნად მახსოვდა, რომ გადავუღე ფოტო. ძალიან გამიხარდა, რომ არ შევცდი… რაღაცაზე მანერვიულა ოვიმ და ახლა რომ ვუყურებ, ისე მიხარია, რომ ყველაფერი კარგად არის… არა მგონია, ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანი იყოს რამე,
როგორიც არის საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა. ცოტა დრამატულად გამომივიდა, რამე კი არ მოხდა, უბრალოდ დედის გული სულ დარდობს! ახლა სადღეგრძელოსავით გამომივა, მაგრამ მინდა ყველას ბედნიერება გისურვოთ, ყველას შვილი, ქმარი, დედა, მამა, ძმა, და და უბრალოდ საყვარელი ადამიანი კარგად გიმყოფოთ ღმერთმა” - წერს ნუკი.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93