ოჯახი

„ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ" - ნატალია ქუთათელაძე სამშობიაროდან გაწერეს (+ფოტო)

„ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ" - ნატალია ქუთათელაძე სამშობიაროდან გაწერეს (+ფოტო)
ოპერის მომღერალი ნატალია ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. პატარას სანდრო დაარქვეს.

სასიხარულო ამბავი საზოგადოებამ ნატალიას მეგობრებისგან გაიგო, რომლებმაც მეცო-სოპრანოს და მის ოჯახს ბიჭის დაბადება სოციალური ქსელით მიულოცეს.

"გილოცავთ, სანდრო ჯაფარიძე დაიბადა…. მაგარი ხარ ნატალ. ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად", - წერდა ნატალიას ერთ-ერთი მეგობარი "ფეისბუკზე".

ამჯერად ნატალიას და პატარა სანდროს ფოტოს გაგუას კლინიკა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, სადაც მეცო-სოპრანო ექიმ დავით გაგუასთან და შვილთან ერთად არის გადაღებული.

„ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ", -
წერია ფოტოს აღწერაში.



საოპერო მომღერალმა ორსულობაში "ფაიზერის" ვაქცინა გაიკეთა. "მე უკვე აცრილი ვარ, მით უმეტეს, ვარ ფეხმძიმედ. ამით ვიცავ ჩემს თავს, ჩემს მომავალ შვილს, ჩემს ახლობლებს", - ამბობდა ნატალია ვაქცინაციის შემდეგ.


მომღერლის რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. წყვილი რამდენიმე წელია ერთად არის. აჩიკოს წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93