ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინე ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.
ტაისია ქრისტინეს სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება და მას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ამჯერად მომღერალი სწორედ მის ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ტაისია დედას „შინაბერას“ უწოდებს, რადგან ქრისტინე სულ სახლშია, ტელეფონში იყურება და, ამასობაში, შვილი უთხოვდება: „შინაბერაა ეგ, როცა ქმარი არ გყავს, სულ სახლში ზიხარ, ტელეფონში იყურები და კერავ. არ მეთანხმები? შინაბერა შენს თვისებებთანაც ასოცირდება. ზიხარ სახლში 24 საათის განმავლობაში და შვილი გითხოვდება“ - ამბობს ტაისია.