ოჯახში ბავშვის დაბადებისას, ჩვეულებრივ, ბებია და ბაბუა იმაზე არ ფიქრობენ, თუ რა აჩუქონ ახალშობილს. მათ კარგად იციან, რომ ასეთ დროს მშობლების ფინანსური მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია. ყველამ იცის, რომ ბავშვის მოვლა და აღზრდა იაფი სიამოვნება არ არის.
ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი ნატალია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ბებია. მას სურდა, რომ შვილიშვილის დაბადებისას მისი მშობლებისთვის ფული ეჩუქებინა, თუმცა ეს კონფლიქტის მიზეზი გახდა.
„არასოდეს მომწონდა ჩემი შვილის რჩეული, მაგრამ ეს მისი არჩევანია და ჩემი შეხედულება თავზე არასდროს მომიხვევია. როდესაც მან გადაწყვიტა დაქორწინება, მე მთელი ჩემი დანაზოგი მივეცი. ცერემონია მშვიდად და ლამაზად ჩატარდა, თუმცა პრობლემები სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო. ჩემს რძალს სურდა, რომ გამეყიდა ჩემი სამოთახიანი ბინა და თანხის ნაწილი მათთვის მიმეცა. მე საერთოდ არ მინდა ბინის შეცვლა და ამასაც რომ თავი დავანებოთ, მე, ვაჟის გარდა, მყავს ქალიშვილიც, რომელიც გათხოვილი არ არის, თუმცა ცალკე ცხოვრობს და იხდის ბანკში იპოთეკას. სამართლიანი იქნებოდა, თუ ბინის გაყიდვის შემთხვევაში ფულს შვილებს თანაბრად გავუყოფდი. ამ უთანხმოების გამო მე და ჩემს რძალს ჩხუბიც კი მოგვივიდა. მე მან ეგოისტი მიწოდა და თქვა, რომ შვილის დახმარება არ მინდა. ის აღარ არის პატარა ბიჭი, მან თავად უნდა უზრუნველყოს თავისი ოჯახი და იფიქროს მომავალზე. ამ ჩხუბის შემდეგ ჩვენ თითქმის არ გვქონია ურთიერთობა და მეჩვენებოდა, რომ ჩემთან კონტაქტი ჩემს შვილსაც აუკრძალა. რამდენიმე კვირაში ჩემმა ვაჟმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე ბებია გავხდებოდი. ვიფიქრე, რომ ეს ურთიერთობის დასალაგებლად საუკეთესო მომენტი იყო. ვიყიდე ტორტი და მივედი მათთან. რძალმა კი ისევ დამიწყო მოთხოვნა, რომ ბინა გამეყიდა...
წამოვედი და ისევ შევწყვიტეთ ურთიერთობა. მათ არც კი დამირეკეს, როცა ბავშვი გაჩნდა. შვილიშვილის დაბადების შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გავიგე. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ საჩუქარზე არც კი მეფიქრა და ბავშვისთვის ფული მეჩუქებინა. შევაგროვე ბოლო კაპიკები და მათთან წავედი. ჩემმა რძალმა კვლავ ცხვირი აიბზუა. დიდხანს არ გავჩერებულვარ, ვნახე ბავშვი და მალევე წამოვედი. არც შემდეგ ვაწუხებდი, ვფიქრობდი, რომ ასეთ დროს მარტოობა უფრო სჭირდებოდათ. მათთან სტუმრად ორიოდე თვის შემდეგ მივედი, ჩემს შვილიშვილს ტანსაცმელი და საფენები მივუტანე. მათ მითხრეს, რომ ბავშვს ფული სჭირდებოდა და არა რაღაც ნაგავი. მე ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი. დავიღალე მუდმივი პრეტენზიებით. შვილმა შეწყვიტა ჩემთან დარეკვა და სტუმრად მოსვლა. მან მხოლოდ ახლახან დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე მალე მოვა. შემდეგ ჩემმა რძალმა აიღო ტელეფონი და მითხრა ზუსტი თანხა, რომელიც უნდა მიმეტანა. ამდენი ფული ნამდვილად არ მაქვს, არ ვიცი, რა უნდა ვქნა. მინდა ჩემი შვილიშვილის აღზრდაში მეც მივიღო მონაწილეობა, მაგრამ მათ ჩემგან მხოლოდ ფული უნდათ. არ გამიკვირდება, თუ ჩემი შვილი და რძალი ბავშვს მოუყვებიან, როგორი ცუდი ბებია ჰყავს მას..."