ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია და მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სულ ცოტა ხნის წინ ნატალიამ ვლოგების გამოქვეყნება დაიწყო და გამომწერებს „იუთუბის“ საშუალებით არაერთ სასარგებლო ინფორმაციას აწვდის. როგორც ჩანს, მისი ვლოგები დიდ მოწონებას და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
მისი გულშემატკივრები კი კომპლიმენტებს არ იშურებენ: „ნატალია, როგორ გაგზარდეს ასეთი კარგი?! მართლა ვერ ვხვდები, რა უნდა ქნა ქალმა, რომ ასე გაგიმართლოს შვილში, რა ბედნიერია დედაშენი, ალბათ. რომ შემეძლოს, ჩავიფიქრო, როგორი იყოს ჩემი გოგონა, ზუსტად შენნაირს ჩავიფიქრებდი. წარმატებები, საყვარელო, რამხელა გამბედაობა უნდა ასეთ გულწრფელობას, რაც შენს ლაპარაკში დავინახე“ - სწერენ ნატალიას „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>