სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მან მეუღლის ღალატის, მისგან ძვირად ღირებული საჩუქრის მიღებისა და შერიგების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ისაუბრა და საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.
ამჯერად კი მარიამ კუკუნაშვილი ოჯახის შესახებ „პრაიმშუში“ საუბრობს და ამბობს, რომ სიყვარული მისთვის სასიცოცხლო ენერგიაა: „სიყვარული არის ძალა, შემოქმედებითი ენერგია, ეს არის ზრუნვა იმაზე, ვინც გვიყვარს და რაც გვიყვარს. ჩემთვის სიყვარული მხოლოდ სასიყვარულო პარნტიორთან არ არის დაკავშირებული, ეს არის ძალა, რომელიც გვასულდგმულებს. ჩემთვის ოჯახი თავიდანვე ძალიან დიდი სატანჯველი იყო, იმიტომ, რომ ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი და არ შემიძლია ჩარჩოებსი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ოჯახი მაინც რთული იყო. იყო ბევრი სიძნელე და დაბრკოლება, ახლა ისევ ერთად ვართ, მაგრამ ოჯახი მაინც რთული ფენომენია ჩემთვის. ზოგადად, არასტაბილური ვარ, შეიძლება, ხვალ ჩავჯდე თვითმფრინავში და წავიდე ერთი თვით ოჯახისგან შორს იქ, სადაც მომინდება და გავატარო დრო ისე, როგორც მომინდება. ბავშვები რომ გაჩნდნენ ისეთი რთული იყო ჩემთვის, ტაილანდში წავედი სამი კვირით მარტო. ოჯახი ძალიან დიდი შრომა და პასუხისმგებლობაა. სიყვარულში მნიშვნელოვანი დისტანცია ქალსა და კაცს შორის. არ არის აუცილებელი ოცდაოთხსაათიანი ერთად ყოფნა” - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი.