ხშირად კაცები ვერც კი ამჩნევენ, რამდენ დროს ატარებენ მდინარის პირას ანკესით ხელში, რადგან ეს პროცესი მათთვის სიამოვნებასთან ასოცირდება და დროც შეუმჩნევლად გადის. ცოცხალი თევზის შეძენა შესაძლებელია ახლომდებარე ნებისმიერ მაღაზიაში, მაგრამ კაცებისთვის, რომელთაც თევზაობა უყვართ, ეს დაუშვებელი და მიუღებელია. ჩემი ქმარიც ერთ-ერთია, ვინც სათევზაოდ ხშირად დადის. ჩვენ შვილები არ გვყავს, მე საოჯახო საქმეებით დიდად არ ვიღლები, ის კი ბევრს მუშაობს და მისთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ის მეგობრებთან ერთად ორ კვირაში ერთხელ დადის მდინარეზე. მათ შეიძინეს ყველანაირი მექანიზმი, დიდი კარავი და გასაბერი ნავიც კი. თევზაობა მათთვის ჰობია, რომელიც რიტუალივით ექცათ. ისინი ბევრ თევზს ვერასდროს იჭერენ, „ნადავლი“ ეზოს კატებსაც კი არ ჰყოფნით ხოლმე, მაგრამ მე ამაზე არ ვდარდობ, არც წასვლა-მოსვლის ხარჯები დამითვლია ოდესმე, რადგან მთავარი ჩემი ქმრის ემოციებია.
როგორც აღმოჩნდა, განსხვავებულად ფიქრობს ჩემი მეზობელი. ერთხელ მან მტხოვა, რომ ჩემი ქმარი რაღაც სახლის საქმეში დახმარებოდა, მე კი უარი ვუთხარი, რადგან ვიცოდი, რომ ის მეგობრებთან ერთად სათევზაოდ მიდიოდა. „კი სათევზაოდ... ცოლი სახლში ზის და ქმარი სათევზაოდ დადის... ასეა, როგორ არა?!“ - თქვა მან ბოროტი ღიმილით. უნდა ვაღიარო, ამ ფაქტის შემდეგ ნამდვილად დავფიქრდი და მოვთხოვე ქმარს, რომ სათევზაოდ მეც წავეყვანე. ის დამთანხმდა და მაჩვენა უამრავი ვიდეო, სადაც ახსნილი იყო, როგორ უნდა მეთევზავა. წავედით და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, იქ მოხუცებული წყვილიც გავიცანი, რომლებსაც ერთი თევზის დაჭერაც კი დიდ სიხარულს ანიჭებდა.
საღამოს ჩემს ანგარიშზე 8 თევზი იყო. პატარა ზომის თევზები წყალსი გავუშვი, მაშინ ერთი მოხუცი ცემთან მოვიდა და მკითხა, რატომ გავაკეთე ეს. მე სიმართლე მოვუყევი, რომ აქ სათევზაოდ სულაც არ ვიყავი... მას ჩაეღიმა და ჩაფიქრებული გაბრუნდა უკან. სახლში დაბრუნებისას მე თევზის წვნიანი მოვამზადე, მაშინ ცემმა ქმარმა აღიარა, რომ მდინარის თევზი სულაც არ უყვარს და მითხრა, რომ მე არამხოლოდ კარგი დიასახლისი, არამედ კარგი მეთევზეც ვარ, რადგან წვნიანი ძალიან გმერიელი გამოვიდა. თევზის ნაწილი მაცივარში შევინახე და როცა ჩემმა მეზობელმა მეორე დღეს კვლავ ეჭვის თვალით დმცინავად შემომხედა, ეს თევზი მას გამოვუტანე, ვუთხარი, რომ ისინი მე და ჩემმა ქმარმა სპცეიალურად მისთვის დავიჭირეთ, სახლში კი კმაყოფილი დავბრუნდი.