ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მან ცოტა ხნის წინ რჩეულზე, ქეთი ძიგუაზე იქორწინა. წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა.
ამჯერად ცნობილი ექიმი რჩეულს დაბადების დღეს ულოცავს და მის ფოტოებს აქვეყნებს: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო“ – წერს ლევან ქარაზანიშვილი „ინსტაგრამზე“. ქეთი ძიგუამ იუბილე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა, სოციალურ ქსელში კი არაერთი მილოცვა მიიღო: „გილოცავ, ქეთი. ბედნიერი იყავი სულ“, „მზის სხივი ხარ“, „ყველაფერს კარგს იმსახურებ“ - წერენ კომენტარებში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>