ოჯახი

„ახალი ქურთუკი მინდოდა, მან კი გარდერობიდან გამომიღო ძველი, რომელიც ჩვენს თინეიჯერ შვილზე უფრო დიდია... მე ვცხოვრობ სუსტი კაცის გვერდით...“

„ახალი ქურთუკი მინდოდა, მან კი გარდერობიდან გამომიღო ძველი, რომელიც ჩვენს თინეიჯერ შვილზე უფრო დიდია... მე ვცხოვრობ სუსტი კაცის გვერდით...“
თუ ვიტყვი, რომ დაღლილი ვარ, ის მაშინვე გაიმეორებს ჩემ შემდეგ, რომ ისიც დაღლილია. როდესაც მე ვიტყვი, რომ სევდიანი ვარ, ის აღნიშნავს, რომ ახლა გარშემო ყველა სევდიანია. თუ მე ვიჩივლებ, რომ ვერ ვგრძნობ საკმარის ყურადღებას, ზრუნვასა და სიყვარულს მისი მხრიდან, მიპასუხებს, რომ ზედმეტს ვითხოვ...

მე ვცხოვრობ სუსტ ადამიანთან ერთად. არა, გარეგნულად ის ძლიერია, მაგრამ როდესაც მე ვეუბნები, რომ პრობლემა მაქვს, ის მპასუხობს, რომ ახლა ყველას აქვს პრობლემები. როცა ფული შემოგვაკლდება, ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს და
მე ვამბობ, რომ  მეორე სამსახურს თავად ვიპოვი... როდესაც მინდა ახალი ქურთუკი, ჩანთა, ფეხსაცმელი, ის ამბობს, რომ ძვირია და "ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, რომ მე ყველაფერი მაქვს და იღებს გარდერობიდან ჩემს ქურთუკს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი თინეიჯერი შვილი. შემდეგ იწყებს ყვირილს, რომ ის ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის და მე მადლიერიც კი არ ვარ... მე თავად ვიპოვი დამატებით შემოსავალს, რადგან მინდა ჩემი მეგობრებივით ლამაზი, მოწესრიგებული და მოვლილი ვიყო.



როცა რამეზე ვბრაზდები, ამბობს, რომ მე მხოლოდ ისტერიკის მოწყობა შემიძლია და ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ მე უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და მხიარული უნდა ვიყო. არც კი უშვებს, რომ შეიძლება რამეში ცდება, შეიძლება რაღაცას არასწორად აკეთებს.... დავიღალე ამ კუნთიანი, მაგრამ სუსტი კაცის გვერდით ყოფნით, დავიღალე, რომ ყოველთვის დამნაშავე ვარ, მტყუანი ვარ, თავდახრილი ვარ...

ახლა ზუსტად ვიცი, რომ საკუთარ თავს ვუშველი, გავხდები ლამაზი, მხიარული და თავდაჯერებული, თუმცა მასთან აღარასდროს დავბრუნდები!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93