ოჯახი

შეძლებდით ისეთ კაცთან ცხოვრებას, როგორზეც ოცნებობთ?

შეძლებდით ისეთ კაცთან ცხოვრებას, როგორზეც ოცნებობთ?
ძლიერი კაცის გვერდით ყოფნაზე ბევრი ქალი ოცნებობს. ქალები თვლიან, რომ კაცს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შეეძლოს და ახერხებდეს, პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. ამასთან, რთულია, დათმო საკუთარი პოზიციები, მისცე მას აბსოლუტური თავისუფლება და მიანდო ის, რაც რთულად გეჩვენება. ფსიქოლოგები წერენ, რომ, სურვილის მიუხედავად, ზოგიერთ ქალს უჭირს, იცხოვროს ძლიერი კაცის გვერდით.

თუ დარდობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არ არსებობს პარტნიორი, დაფიქრდით, გაქვთ კი უნარი, იყოთ ისეთი კაცის გვერდით, როგორზეც ოცნებობთ? თუ გსურთ, თქვენ გვერდით ძლიერი პარტნიორი იყოს, უნდა
გესმოდეთ, რომ მასაც ექნება თქვენ მიმართ სურვილები და მოთხოვნები. ძლიერ კაცებს არ უყვართ, როცა მათ კომპეტენციაში ერევიან, როცა არ ენდობიან...



თუ თქვენ სუსტი ადამიანის გვერდით ყოფნას ირჩევთ, გააზრებული უნდა გქონდეთ, რომ მთავარი როლი თქვენ დაგეკისრებათ. თქვენ თანხმდებით, რომ ძლიერი რგოლი ამ ურთიერთობაში თავად იყოთ და თქვენი ძალისა და უპირატესობის დემონსტრირება მოახდინოთ. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ უბედური ოჯახები სწორედ ასე იქმნება, სადაც ერთ მხარეს სულელს, ნაძირალას ან უმაქნისს უწოდებენ.

ზოგი ქალი თვლის, რომ ურთიერთობაში ორივე პარტნიორი თანაბრად ძლიერი უნდა იყოს და ის არავის დაემორჩილება. ძლიერი კაცის გვერდით ყოფნა კი მორჩილებას სულაც არ გულისხმობს. თავად კაცებმაც იციან, რომ ქალი, თავისი ბუნებით, ბევრად ძლიერია, ამის მტკიცება საჭირო არ არის. მყარი ურთიერთობები ხომ ურთიერთპატივისცემაზე, ერთგულებასა და გაგებაზე იგება, სადაც მოვალეობებიცა და უფლებებიც თანაბარია. ძლიერი კაცის გვერდით კი ყოველთვის ძლიერი ქალია.

მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ კაცები ასეთებად არ იბადებიან, ამას სწავლა სჭირდება, თუმცა, თუ თქვენს 9 წლის შვილს სკოლის ჩანთას კვლავ ხელით უტარებთ, სახლში მოსულს ფეხსაცმელს გახდით და თავზე ხელს გადაუსვამთ მაშინ, როცა ამას არ იმსახურებს, ძლიერ კაცს ვერ გაზრდით. მომავალში კი, როცა მას ოჯახში პრობლემები ექნება, მიზეზი არა უცხო ადამიანში, არამედ საკუთარ თავში უნდა ეძებოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93