ოჯახი

„ბოლო ტრიმესტრში რამდენი ორსული ვერ იძინებდით გამთენიამდე? ძალიან ვწუხვარ ამის გამო...“ - მარიტა მელიქიშვილი გამომწერებს მიმართავს

სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა, საზოგადოებას სასიმოვნო სიახლე გაუზიარეს და თქვეს, რომ მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

გიორგი და მარიტა "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს და მეგობრების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებენ: "მარიტა ყველაზე საყვარელი , თბილი და ლამაზია!" - წერს გიორგი გასვიანი. "მართლაც რომ მარიტაა, ულამაზესია", "საუკეთესოები ხართ", "ისეთი საყვარელი გოგოა, ისეთი ტკბილი სახე აქვს,
სულ მინდა, ვუყურო... კარგები ხართ ძალიან" - წერენ კომენტარებში. 



მარიტა მელიქიშვილი „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს მიმართავს და საკუთარ წუხილს უზიარებს: „ერთი კითხვა მაქვს, ბოლო ტრიმესტრში რამდენი ორსული ვერ იძინებდით გამთენიამდე? უბრალოდ არ მეძინება, დილით ვდგები ჩვეულებრივად 8-ზე ან 9-ზე, ლექციებსაც ვესწრები, ენერგიაც მაქვს, მაგრამ ვერ ვიძინებ გამთენიამდე და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაინტერესებს, რამდენი ხართ ამ მდგომარეობაში და მართლა ბოლო ტრიმესტრის ბრალია, თუ რამე სხვა შეიძლება იყოს?“ - ამბობს მარიტა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93