ოჯახი

„ბევრჯერ იყო მომენტი, გვითქვამს, „მორჩა, დამთავრდა, მე მივდივარ…“ ხან ის გარბოდა და ხან – მე” - ხათუნა ჟორდანია ქმართან ურთიერთობაზე

„ბევრჯერ იყო მომენტი, გვითქვამს, „მორჩა, დამთავრდა, მე მივდივარ…“ ხან ის გარბოდა და ხან – მე” - ხათუნა ჟორდანია ქმართან ურთიერთობაზე
ნინი ქარსელაძემ დედის, ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. ნინი წერდა, რომ სიმსივნესთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელდა: „ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა, 3 წელი მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი, მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი! ღმერთს მადლობა, რომ ეს დღეც მოვიდა! ჩვენი სიყვარული ყველაფერს მოერევა და მთებს გადადგამს. მიყვარხარ, ყოველთვის შენი პატარა გოგო“ - ამბობდა ნინი.



გამოჯანმრთელების შემდეგ ხათუნა ჟორდანია ხშირად იხსენებს რთულ პერიოდს და ოჯახის წევრების გვერდში დგომას. მან ჟურნალ „სარკესთან“
საუბრისას თქვა, რომ მეუღლე ზურა ხაჩიძე მუდმივად ხელისგულზე ატარებდა და ყველაფერს აკეთებდა მისთვის. ხათუნა იმასაც აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში არაერთ ნეგატიურ კომენტარს კითხულობდა, რაც მასზე უარყოფით გავლენას ახდენდა:

„ერთხელ ჩემი ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული და ვიღაც გაბოროტებულმა მიაწერა, რით ვერ ჩაძაღლდა ეს ქალიო. თავიდან რთული იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამაზე ნერვები არ უნდა ავიშალო და მათ სიამოვნება არ უნდა მივანიჭო. ამიტომ უარყოფით კომენტარებს აღარ ვკითხულობ და მშვიდად ვცხოვრობ… მე და ზურა მუდმივად შეხმატკბილებულები არ ვიყავით. ბევრჯერ იყო მომენტი, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად, მაგრამ გვითქვამს: „მორჩა, დამთავრდა, მე მივდივარ“. ხან ის გარბოდა და ხან – მე. საბოლოო ჯამში, ვერ ველეოდით ერთმანეთს, ზოგჯერ ის თმობდა, ზოგჯერ – მე. ჩვენ დიდი სიყვარული გვეხმარებოდა და ოჯახი დღემდე შევინარჩუნეთ“, - ამბობს ჟორდანია.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93