მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მალე მეორე შვილის დედა გახდება. ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა, მიუხედავად არაერთი კითხვისა, ალექსანდრა პარტნიორის ვინაობას არ ამხელდა.
ამჯერად კი მან საყვარელ მამაკაცთან, ბიზნესმენ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: "მისტერ და მისის კოდუა".
ცნობისთვის, დავით კოდუა ცოლს, ნათია გედევანიშვილს ახლახან სკანდალურად გაშორდა. ამ წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით კოდუამ ცოლსა და ქალიშვილზე, კატო კოდუაზე ფიზიკურად იძალადა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესმენმა მეუღლეს მუშტი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა. თუმცა მოგვიანებით ნათია გედევანიშვილმა დაკავებული მეუღლის დასაცავად პრესკონფერენცია გამართა და მისი გირაოთი გათავისუფლება ითხოვა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა კატო კოდუაც, რომელიც ამბობდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა და ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება. რამდენიმე დღის შემდეგ ბიზნესმენი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.