ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ნინა არაორდინარული გარეგნობითა და სტილით მალევე გახდა ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი. მის ფოტოებში ყოველთვის ჩანს ინდივიდუალიზმი, რაც გამომწერებს ყურადღების მიღმა არასდროს რჩებათ.
ნინა სუბლატმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტოები ახალი იმიჯით გამოაქვეყნა, მან თმის ფერი შეიცვალა. ამჯერად კი შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გააზიარა და გულშემატკივრებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ნინამ 2013 წელს მუსიკოს გიორგი შამანაურზე იქორწინა, ხოლო 2020 წლის აგვისტოში ისინი პირველი შვილის, ალექსანდრეს მშობლები გახდნენ.