ოჯახი

„გვყავს ქათმები და გვინდა, სხვა ცხოველებიც გვყავდეს, მაგრამ მე ვერ შევძლებ მათ მოვლას..“ - როგორ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად

„გვყავს ქათმები და გვინდა, სხვა ცხოველებიც გვყავდეს, მაგრამ მე ვერ შევძლებ მათ მოვლას..“ - როგორ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად
ლელა მებურიშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ დღეს ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.



ამჯერად ლელა მებურიშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა: „ჩემი ჯანსაღი დილა იწყება ყველაზე ჯანსაღი რამით - ჩახუტებით, შვილებთან მოფერებითა და სიცილით, რომ კარგი განწყობით შევხვდეთ დღეს. შემდეგ ვსვამ წყალს, რადგან წყალი მაცოცხლებს და ენერგიას მმატებს. სამწუხაროდ, დილას ვარჯიშით არ ვიწყებ,
თუმცა ჩემი ძაღლები იმხელები არიან, რომ მათთან თამაში უკვე სერიოზული ვარჯიშია“ - აღნიშნა მან.



ლელა მებურიშვილმა კვების რაციონის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ჯანსაღი პროდუქტი პრიორიტეტულია: „განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პატარები გამიჩნდნენ, ყველაფერი უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის და, რა თქმა უნდა, ჯანსაღი. პირველი წესი ჩვენს სახლში არის ის, რომ არასდროს გვაქვს ისეთი არაჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც შეიძლება მეც მომინდეს. მაგალითად, ტკბილი გაზიანი სასმელები... ბავშვობიდან მივეჩვიე, რომ საუზმე არის აუცილებელი და მის გარეშე არ გავდივართ სახლიდან. ბოლო დროს იმდენი დაავადება გაჩნდა ჩვენ გარშემო და არავინ იცის, საიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ. ჩვენ ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ, ჩვენი მოსავალი გვაქვს, გვყავს ქათმებიც, გვაქვს ჩვენი ნატურალური კვერცხი. სურვილი გვაქვს, რომ ძროხაც გვყავდეს და სხვა ცხოველებიც, მაგრამ მე ვერ შევძლებ, რომ მოვუარო. ამიტომ ჯერ მხოლოდ ქათმები და ძაღლები გვყავს“ - თქვა ლელა მებურიშვილმა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93