ოჯახი

„ჩვენს ურთიერთობაშიც იყო კამათი, ჩხუბი, კრიზისიც გვქონდა...“ - მარიამ კუბლაშვილი და ლევან ხურცია თანაცხოვრების შესახებ

„ჩვენს ურთიერთობაშიც იყო კამათი, ჩხუბი, კრიზისიც გვქონდა...“ - მარიამ კუბლაშვილი და ლევან ხურცია თანაცხოვრების შესახებ
მსახიობი ლევან ხურცია და იურისტი მარიამ კუბლაშვილი უკვე 7 წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან. მათი წყვილი ერთ-ერთ ყველაზე ჰარმონიულ და იდეალურ წყვილად ითვლება, თუმცა, როგორც მათ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრეს, ამ ხნის მანძილზე არაერთი კონფლიქტი ჰქონიათ: „თუ ყველაფერი ჰარმონიულადაა და ყველაფერი ლამაზად მიმდინარეობს, ესე იგი, იქ გულწრფელობა არ არის. კამათიც უნდა იყოს, ჩხუბიც. ფიზიკური დაპირისპირება, ცხადია, მიუღებელია. ჩვენც გვქონდა კრიზისი” – აღნიშნა ლევან ხურციამ.



მარიამ კუბლაშვილმა ოჯახში ქალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი როლი სწორედ
ქალს აქვს: "ქალსა და კაცს შორის ურთიერთობაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ქალზე, მაგალითად, მოთმინება, რომ მარტივად არ აფეთქდეს. მე ვფიქრობ, რომ კაცებს რაღაც საერთო ჩონჩხი აქვთ და ხასიათები აქვთ სხვადასხვა, თუმცა არის ის ძირითადი ნიშნები, რაც ყველას ერთი აქვს. როცა ლევანი ცუდ ხასიათზეა, საერთოდ არ ვცემ პასუხს, ეს მოთმინების უნარი გამოვიმუშავე. ვარ ძალიან მორჩილი და როცა გადაუვლის ხოლმე, შემდეგ ვეუბნები სათქმელს“ - თქვა მან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93