მეგან მარკლიმ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა მშობლების ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას და გაიხსენა მძიმე ბავშვობა, რომლის გამოვლაც თავად მოუწია. პრინც ჰარისთან რომანამდე მეგან მარკლი ცნობილი იყო, როგორც ჰოლივუდის მსახიობი. იგი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად და ახალბედა ნიჭიერ არტისტად. მისი მამა, თომას მარკლი, არის ერთ -ერთი საუკეთესო რეჟისორი და განათების სპეციალისტია. მას აქვს ორი ემის ჯილდო რეკორდსმენი სერიალ General Hospital-ზე მუშაობისთვის, რომელიც 1963 წლიდან გამოჩნდა ეკრანებზე (სხვათა შორის, ფილმში არის პატარა კადრიც, სადაც ახალგზარდა მეგანი ჩანს, ის კამეოს როლს ასრულებს). გამოდის, რომ მეგანის კარიერაში პირველი ნაბიჯები, ნაწილობრივ, მამის დამხაურებაა.
მიუხედავად ამისა, ოჯახი ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდა. ერთ-ერთ ბოლო წერილში მეგანმა ისაუბრა დედობის გამოცდილებაზე, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა მშობლების დახმარებაზე და ასევე გაიხსენა, რომ მას თავად ჰქონდა რთული ბავშვობა. ფინანსური პრობლემების გამო სწავლა და მუშაობა ერთდროულად უწევდა.
„13 წლიდან ვმუშაობ და სულ ვცდილობდი, რომ ფული დამეზოგა. ბინის, საწვავისა და ყოველდღიურ ხარჯებს თავად ვუმკლავდებოდი და ამისთვის ბევრი შრომა დამჭირდა. ვიცოდი, რომ ჩემი მშობლებიც ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ ბავშვობაში კაფეში წასვლა და ხუთდოლარიანი სალათის ჭამა ჩემთვის ფუფუნება იყო“ - იხსენებს ის. მიუხედავად ამისა, მშობლებმა მეგანი განათლებისთვის ფული არ დაზოგეს და იზრუნეს, რომ მას სწავლა გაეგრძელებინა. 18 წლის ასაკში გოგონა ჩაირიცხა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში თეატრისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სხვათა შორის, ადრეული ასაკიდანვე მეგანმა გააცნობიერა გაჭირვებულთა დახმარების მნიშვნელობა. იგი არა მხოლოდ მუშაობდა, სწავლობდა და მონაწილეობას იღებდა სერიალების გადაღებებში, არამედ ეს ყველაფერი მოხალისეობასაც აერთიანებდა. ის მუშაობდა ასისტენტად ტიპოგრაფიაში, სწავლობდა კალიგრაფიას, წერდა მოსაწვევებს ქორწილებსა და წვეულებებზე და გარკვეული პერიოდი იოგურტის გამყიდველიც კი იყო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი სამეფო ოჯახში ფარული ნათლობაა. როგორც გამოცემები წერენ, მეგანი და ჰარი შვილის ნათლობის ცერემონიის გამართვას ბრიტანეთში გეგმავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი კალიფორნიის ეკლესიაზე შეაჩერეს. ამ ზაფხულს მეგან მარკლი და მისი მეუღლე პრინცი ჰარი მეორედ გახდნენ მშობლები. სასექსის ჰერცოგინიას ქალიშვილი სანტა ბარბარას ერთ-ერთ კლინიკაში შეეძინა. გოგონას ლილიბეტ დიანა მაუნტბატენ-ვინდსორი დაარქვეს.
დაგეგმილი იყო, რომ ლილიბეტი, მისი ძმის, არჩის მსგავსად, ბრიტანეთში მოინათლებოდა, თუმცა გავლენიანი გამოცემა „ინსაიდერი“ წერდა, რომ მეგანს სურდა, მისი შვილის ნათლობა აშშ-ში შემდგარიყო. მშობლებმა გადაწყვიტეს, ლილიბეტი ცნობისმოყვარე თვალებისგან ფარულად, ბრიტანეთში მოენათლათ. ცერემონია კალიფორნიაში, ანგლიკანურ ეკლესიაში გაიმართა. თუ მეგანსა და ჰარის სურთ, რომ ბავშვმა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის სტატუსი მიიღოს, მათ ნათლობა ბრიტანეთში თავიდან უნდა გამართონ. ამ მოთხოვნიდან მნიშვნელოვანი ნაწილია სამოსი, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები ნათლობისას ახალშობილს აცვამენ. ეს სამოსი 1841 წელსაა შეკერილი. თავად მეგანსა და ჰარის საიდუმლო ცერემონიის შესახებ ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. წყვილი პრაქტიკულად არ საუბრობს შვილებზე, ამჯობინებენ ბოლომდე დამალონ ყველა დეტალი საკუთარი ოჯახის შესახებ.
სამეფო ექსპერტმა, რასელ მაიერსმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ლილიბეტი უკვე მოინათლა, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ არის ბავშვის ნათლია. რამდენიმე სამეფო ექსპერტი ერთდროულად ვარაუდობს, რომ მეგანმა და ჰარიმ განზრახ შექმნეს ინტრიგა ნათლობის გარშემო. სავარაუდოა, რომ ასეთი კარგად დაგეგმილი პიარ კამპანია მხოლოდ მათი პოპულარობის ზრდის გეგმის ნაწილია.