ბევრი კაცისთვის სახლის დასუფთავება და სამზარეულოში ტრიალი უცხოა, ისინი ამ ყველაფერს „ქალის საქმედ“ თვლიან და ზოგჯერ დასვრილი შარვლის აბაზანამდე მიტანაც კი ეზარებათ. ისინი დოვეტენ ჭუჭყიან ფეხსაცმელს დერეფანში, ყრიან ტანსაცმელს დივანზე ან საწოლზე... მიუხედავად ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ქალები და კაცები თანაბარ სამუშაოს ასრულებენ. „ჭკუის სასწავლებლად“ ცოლმა გადაწყვიტა, ორკვირიანი დასვენება მოეწყო და ენახა, დაიწყებდა თუ არა მისი ქმარი საოჯახო საქმეების კეთებას დამოუკიდებლად.
პირველ დღეს ქმარმა დატოვა დაბინძურებული საპირფარეშო და დერეფანში ფეხსაცმელები არ გაასწორა. ცოლმა ხელი არაფერს ახლო, თუმცა მეორე დღემდე ქმარი არეულობას არ შეუწუხებია. მხოლოდ მეორე დღეს სცადა მან საპირფარეშოს მოწესრიგება, თუმცა არა დასუფთავება და ფეხსაცმელებიც დაალაგა, მაგრამ არა იქ, სადაც მათი ადგილია, უბრალოდ კუთხეში მიაწყო. საშრობიდან ტანსაცმელი ჩამოსხნა, თუმცა მათი დალაგება არც კი უფიქრია, პირდაპირ დივანზე დაყარა.
მესამე დღეს ტანსაცმელი ისევ მისაღებ ოთხაში ეყარა, აბაზანაში ნიჟარა კი დაბინძურებული იყო ათასი საშინელებით. მეოთხე დღეს კაცმა დივანზე დაყრილი სამოსი კვლავ გასარეცხი ტანსაცმლის კალათაში ჩაყარა.
მეხუთე დღე სასიამოვნო სურპიზით დაიწყო - სააბაზანოს ნიჟარა აბსოლუტურად სუფთა იყო და მას სპეციალური ხსნარით გაწმენდის კვალიც კი ეტყობოდა. წინდა, რომელიც პირველივე დღიდან შუა მისაღებში ეგდო, გაქრა. მიუხედავად ამისა, გასარეცხი ტანსაცმლის გროვა სულ უფრო იზრდებოდა. მეექსვე დღეს ქმარმა ამ გროვის დალაგება გადაწყვიტა, მაგრამ ისინი უბრალოდ სამ სხვა კალათში გადაანაწილა. აბაზანა კვლავ დაბინძურდა. მეშვიდე დღეს სახლში კიდევ უფრო დიდი აურზაური შეიქმნა და ექსეპერიმენტის ბოლო დღეს ნათელი გახდა, რომ კაცმა ვერ შეძლო საოჯახო სამქეებისთვის თავის გართმევა. მერვე დღეს, როცა ცოლმა გაიღვიძა და ნახა, როგორ ეგდო შემოსასვლელში წინდა, როგორ იდგა კვლავ გასარეცხი ტანსაცმლის გორები და როგორ ეყარა საპნის ყუთები აბაზანში, მან გადაწყვიტა, რომ ეს ძალიან სახალისო იყო და ეს გამოცდილება სხვებისთვისაც უნდა გეზიარებინა. ექსპერიმენტის შემდეგ, ის მიხვდა, რომ სულაც არ არის ვალდებული, ამდენი რამ მარტომ აკეთოს...