შეუძლებელია, რომ გარშემო ყველას მოსწონდეთ, უფრო სწორედ, არავინ არ არის ვალდებული გამოავლინოს ჩვენდამი სიმპათია. ამისათვის არსებობს მარტივი, ზოგადი წესები, რომლებიც ხელს უწყობს ორი განსხვავებული ადამიანის კომუნიკაციის გამარტივებას. საქმე ისაა, რამდენად იცავენ ადამიანები ამ წესებს. თუნდაც ერთი ოჯახი შიგნით. ამის მაგალითი ამ სტატიის გმირი, ანაა. ანას დედამთილი არც კი ითვალისწინებს ურთიერთობის ნორმებს და არც შეურაცხყოფას ერიდება. განსაკუთრებით რთულია, რომ დედამთილს უკვე ჰყავს საყვარელი რძალი, მაგრამ ეს არ არის ანა.
ანას და ოლეგს კარგი ოჯახი აქვთ. მათ ჰყავთ 5 წლის ვაჟი, ალექსანდრე, რომელიც ძალიან უყვართ. სამწუხაროდ, ალექსანდრემ ვერ დაიკვეხნა კარგი ჯანმრთელობით. ბავშვს მუდმივი ზრუნვა სჭირდებოდა. დროთა განმავლობაში, მშობლებმა გააცნობიერეს, რომ ვიღაცამ სამსახური უნდა დატოვოს შვილის გულისთვის. და ეს იყო ანა. კვირაში რამდენიმე დღე ის და მისი შვილი სტუმრობდნენ სხვადასხვა ექიმს და დადიოდნენ პროცედურებზე ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობამ გააუმჯობესა იმუნიტეტის ზოგადი მდგომარეობა, მან ვერ იხსნა ალექსანდრე სეზონური დაავადებებისგან. შემოდგომის დადგომასთან ერთად ბიჭი სულ უფრო სუსტდებოდა.
ერთ დღეს, როცა ალექსანდრე თავს ცუდად გრძნობდა, ანამ მთელი ღამე მასთან გაატარა. ბიჭს მხოლოდ ღამის 4 საათზე ჩაეძინა. მისი ოთახიდან გამოსულ ანას, იქვე, სამზარეულოს დივანზე მიეძინა. როცა თვალები გაახილა, უკვე 11 საათი იყო. შვილს დახედა, ყველაფერი კარგად იყო. მოულოდნელად დედამთილის ხმა გაიგო: „ანას ისევ სძინავს?“ - ამბობდა ის. მთელი ღამე ალექსანდრესთან იჯდა, დასვენება სჭირდებაო, უპასუხა ოლეგმა.
ანას დედამთილთან ურთიერთობა თავიდანვე არ გამოუვიდა, ამის მიზეზი კი ოლეგის პირველი ცოლი იყო, რომელიც ოლეგის დედისთვის იდეალური რძლის მაგალითს წარმოადეგნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოლეგი მას დაშორდა, დედამთილი მაინც არ აღირებდა ანას. ანამ კი ნეიტრალური პოზიცია აირჩია, ხვდებოდა, რომ დედამთილის უხეშ რეპლიკებზე პასუხის გაცემა კონფილქტს გამოიწვევდა. ამიტომ, იგი ცდილობდა ყურადღება არ მიექცია კომენტარებისა და შედარებისთვის. მთავარია, რომ ჰყავს მოსიყვარულე ქმარი და მშვენიერი შვილი.
პრობლემები გაჩნდა ქმართანაც, როგორც ჩანს, დედის მუდმივმა უკმაყოფილებამ გავლენა ოლეგზეც იქონია. ის ანას მიმართ გამოთქვამდა პრეტენზიებს დაულაგებელი სახლის, არასაკმარისი სადილის გამო მაშინაც კი, თუ იცოდა, რომ ანამ მთელი დღე ალექსანდრესთან ერთად ექიმთან გაატარა. ანა მალევე მიხვდა, საიდან უბერავდა ქარი... ერთ-ერთი კონფლიქტის დროს დროს კი მან ქმარს უთხრა: „თუ არ მოგწონს, როგორ ვუვლი ალექსანდრეს, როგორ ვალაგებ სახლს, როგორ ვამზადებს სადილს, მაშინ დაუბრუნდი შენს ყოფილ ცოლს... ის დედაშენის საყვარელი რძალია“. ამან ოლეგი გონს მოიყვანა. მან ბოდიშის მოხდა დაიწყო, მაგრამ ანა მიხვდა, რომ დედამთილი თავის მიზანს მაინც მიაღწევდა. ერთხელ, პროცედურებზე წასვლამდე, ანამ სადილისთვის ბორში დატოვა მაცივარში და ამის შესახებ ქმარს მისწერა. როცა დაბრუნდა, სამზარეულოში საინტერესო სურათი დახვდა. ქმარი იჯდა მადიგასთან და ჭამდა კატლეტს, რომელიც დედამისმა გაუკეთა.
- მაცივარში ბორში დავტოვე, რატომ არ ჭამ?- ჰკითხა ანამ ქმარს.
- კაცს ცხელი სადილი და სიყვარული სჭირდება-უპასუხა დედამთილმა.
ანამ კოლია აბაზანაში ხელების დასაბანად წაიყვანა. იქ მან დაინახა შვილის გარეცხილი კოლგოტი რადიატორზე. - საღამოს უნდა გამერეცხა- თქვა ანამ. -მე არ ვიცოდი, რომ შენ გარეცხვას ან სახლის დალაგებას აპირებდი. დახმარება დედაჩემს ვთხოვე, მან კი თქვა, რომ მთელი სახლი დაბინძურებულია, შენ კი წევხარ და გძინავს“ - უთხრა ქმარმა.
ამ სიტყვების შემდეგ ანა ოთახში შევიდა და ნივთების შეგროვება დაიწყო. ოლეგი შეშინდა და დარჩენას სთხოვდა, ანა კი იმეორებდა, რომ მშობლების სახლში მიდიოდა. -მე შენს ყოფილ ცოლს ვერ შევეჯიბრები. ერთი წამით წამორიდგინე, რომ მამაჩემი მოვიდეს და შენს საქმეს აკეთებდეს, თან ყველას ეუბნებოდეს, რომ უსაქმური ხარ, მოგეწონებოდა? - ამბობდა ანა.
ოლეგი მიხვდა, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, დედამისის ბრალი იყო და საჭირო იყო მასთან კომუნიკაციის შემცირება. მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ დაიძინა, ანამ და ოგლემა მთელი ღამის განმავლობაში ისაუბრეს. მიხვდნენ, რომ მათ ურთიერთობაზე კიდევ ბევრი უნდა ემუშავათ, რომ ნათესავების მუდმივი ყოფნა მათ ცხოვრებაში უარყოფითად მოქმედებდა ოჯახურ ცხოვრებაზე. მეორე დღეს ოლეგმა დაურეკა დედას და ყველაფერი აუხსნა. დედა, რა თქმა უნდა, გაბრზადა და ყვირლი დაიწყო, თუმცა ანამ მშვიდად სუნთქვა შეძლო. ოლეგი ბევრმა გაამტყუნა, თუმცა მისი ოჯახის მთლიანობისა და ბედნიერებისთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.