მომღერალმა მარიკა თხელიძემ და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი მანველიძემ საკუთარი ურთიერთობა მარტის თვეში დააკანონეს. ხელის მოწერის ცერემონიიდან კადრები მარიკას ბავშვობის მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გამოაქვეყნა. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწილი გადაიხადა. წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, თიკა ჯამბურია, დათუნა სირბილაძე, ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები და სხვ. პატარძალს კი დიზაინერ თაკო მექვაბიძის კაბა ეცვა.
ამჯერად მარიკა თხელიძე სწორედ ქორწილში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ულამაზესმა კადრებმა მისი გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ბედნიერებას ასხივებთ!“, „მიხარია, რომ ერთმანეთი იპოვეთ“, „ულამაზესი წყვილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ცნობისთვის, მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძისთვის ეს ქორწინება მეორეა და მათ
პირველ წარუმატებელ ქორწინებაში შვილებიც შეეძინათ.