გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. რამდენიმე თვის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ მარტოობით დაიღალა...
"ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი, ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო... დავიღალე", - ამბობდა გელა დაიაური.
ეკა მანჩხაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ წყვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს.
"ძალიან მიხარია თქვენი ბედნიერება...“
"გელა, მინდა, რომ ბედნიერები იყოთ...“
"გელა, ძიას კაცო, შენ იცი, რომ ყოველთვის გაფასებ და პატივს ვცემ შენს ჯიშ-ჯილაგს. ამიტომაც, მინდა, დაგლოცოთ და გისურვო ბედნიერი წლები. მიხარიხარ და მიყვარხარ, როგორც ჩემი სისხლ-ხორცი. გფარავდეს ჩემი მუხის გიორგის სალოცავი, გენაცვალეთ!“
"ჩემო გოგო, მიხარია, ბედნიერებს რომ გხედავთ, გამრავლდით და გაიხარეთ“.
გააგრძელეთ კითხვა