მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ოთო ფოლადაშვილთან ერთად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ ანკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
ამჯერად მსახიობი სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: „12 წელი ერთად“ - წერს ის. ანკა ვასაძეს სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილი, ანასტასია შეეძინა, წყვილის პირველი ვაჟი, ნოკოლოზი კი უკვე 10 წლისაა.