ნუცა ბუზალაძეს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალია, რომელმაც სახელი საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაითქვა. მიუხედავად იმისა, რომ ნუცა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ის იშვიათად საუბრობს საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
ნუცას მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა ნუცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო. როგორც მისი დედა ნინო კანკავა „სარკესთან“ საუბრისას იხსენებს, შვილის აღზრდაში მამა ეხმარებოდა: „შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით. ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო“ - ამბობს ნინო კანკავა.
ამ ამბავს თავად ნუცაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ სურდა, დედა მხოლოდ მისი ყოფილიყო: „ახლა ვიცი, ეგოისტურად მოვიქეცი, შეიძლებოდა დედა ამ მხრივაც ბედნიერი ყოფილიყო. დედა არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერასდროს ვეტყვი ტყუილს, საერთოდაც არ მჩვევია ტყუილები. სულ მინდოდა, დედა გამენებივრებინა, მისი ამაგი გადამეხადა. ახლა მაქვს საშუალება, რომ ვასიამოვნო, შევუქმნა ისეთი პირობები, როგორსაც იმსახურებს“ - ამბობს ნუცა ბუზალაძე.