ოჯახი

„ნიკამ არაერთხელ მიღალატა სხვადასხვა ქალთან... ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი სხვა ქალთან წევსო... შოკში ვიყავი, როცა ფოტოები ვიპოვე და გავიგე, რომ ის გოგო ქართველი იყო...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს. „ცოლ-ქმარში მთავარი არის ის, რომ ორმა ადამიანმა ყოველთვის იფიქროს ურთიერთობის გაზრდაზე. მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორის შერჩევა ცხოვრების მეგზურად, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ბედნიერი ვარ უკვე წელიწად-ნახევარია, მიუხედავად რთული პერიოდებისა, ჩემს გასაშავებლად დაგეგმილი შავი პიარკამპანიისა და სასამართლო პროცესებისა. ამ სირთულეებმა კიდევ უფრო გამზარდა და გამაძლიერა. დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ“ - წერს ნეკა.

ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მასთან ურთიერთობის
შესახებაც ისაუბრა: „წარსულის ბოლომდე დავიწყება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ისე შეიძლება შეგაზიზღოს თავი, რომ მისი სახელის გაგონებაზეც კი შეიძლება ტუალეტში გახვიდე და აღებინო. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით 2011 წლიდან, ვიქორწინეთ 2013 წელს და დავშორდით 2019 წელს. სასამართლო პროცესები ისევ მიმდინარეობს. იმედია, მალე დამთავრდება. ბევრი აგრესიულია, არ მოსწონთ, რომ არ გადავყევი ამ ამბებს და ბევრად უკეთესი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვიდრე მანამდე, როცა ვიყავი ძალადობის მსხვერპლი ამორალური ადამიანებისგან და ვცხოვრობდი მარწუხებში, აგრესიასა და მუდმივ სტრესში, ფაქტობრივად, ვცხოვრობდი ციხეში“ - განმარტავს ნეკა.



ერთ-ერთ კითხვას, რომელიც ყოფილი ქმრისგან ღალატს ეხებოდა, ნეკამ უპასუხა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას უღალატა: „მან არაერთხელ მიღალატა სხვადასხვა ქალთან. ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი ამ ადგილას სხვა ქალთან წევსო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა ღალატის ფაქტები, ფოტოები და მესიჯები ვიპოვე, უფრო დიდი შოკი კი ის იყო, რომ ის გოგო ქართველი იყო...“ - წერს ნეკა.

მოდელი განმარტავს იმასაც, რომ მისი შემთხვევა მაგალითი უნდა იყოს ყველა იმ კაცისთვის, რომელიც ქალზე ძალადობს: „მალე მოგიყვებით ყველაფერს რეალური ფაქტებით და ყველა ცილისმწამებელს ფარდას ავხდი, რომ დავასრულო ეს თემა ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე. ჩემი კეთილსინდისიერება და დუმილი, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდად გამოიყენეს. მე ასე აღვიქვამ ჩემს პროცესებს, რომ ეს უნდა გახდეს სამაგალითო ყველა მოძალადე კაცისთვის, რომლებიც ყოველდღიურ წნეხში ამყოფებენ ოჯახის წევრებს. ამ ქვეყანაში საბოლოოდ უნდა გადატყდეს წელში ქალების მიმართ ასეთი არათანასწორი და, ფაქტობრივად, რეპრესიული დამოკიდებულებები. ადამიანები თავიანთ ცოლებს სცემენ, ასახიჩრებენ, ხოცავენ და საზოგადოება დუმს, ხან კი უარესი - მოძალადეს ემხრობა“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93